წესები და პირობები

ძვირფასო მომხმარებელო,

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გასტროდუქანი „რიგი“-ის ვებგვერდზე. ჩვენი მომსახურების მიღებამდე, გთხოვთ გაეცნოთ მოხმარების წესებსა და პირობებს, თანხმობის შემთხვევაში კი განაგრძოთ შეკვეთის პროცედურა.
გასტროდუქანი “რიგი“ წარმოადგენს იურიდიულ პირს და ამ გვერდის ოფიციალურ მფლობელს წარმოადგენს შპს „ჯი ემ თი მთაწმინდა“ (ს/კ:203843396). „ჯი ემ თი მთაწმინდა“ (შემდგომში - მომსახურების მიმწოდებელი) და მომხმარებელი, რომელიც აფორმებს შეკვეთას გასტროდუქანი „რიგი“-ის ვებგვერდზე და საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს პირადი მონაცემების შეტანით (შემდგომში - მომსახურებით მოსარგებლე), დებენ სამომხმარებლო შეთანხმებას გასტროდუქანი „რიგი“ი-ს ვებგვერდზე. ტერმინის ქვეშ - „ჩვენ“ იგულისხმება შპს „ჯი ემ თი მთაწმინდა“ და მისი წარმომადგენლობა, ხოლო ტერმინის ქვეშ - „თქვენ“ იგულისხმება კომპანია შპს „ჯი ემ თი მთაწმინდა“-ს ვებგვერდით (rigidouqan.ge) მოსარგებლე პირები. თქვენს მიერ გასტროდუქანი “რიგი“-ის ვებგვერდზე შესვლა და შემოთავაზებული სერვისის შეკვეთა გულისხმობს, რომ თქვენ ეთანხმებით და მზად ხართ შეასრულოთ წინამდებარე მოხმარების წესები და პირობები.
 

აღნიშნული მომსახურების პირობები (შემდგომში: "პირობები") არეგულირებს თქვენს მიერ გასტროდუქანი “რიგი“-ის სარგებლობის პირობებს, მათ შორის გასტროდუქანი “რიგი“-ის ვებ-გვერდის მომსახურეობის პირობებს. (ერთობლივად მოხსენიებული როგორც: "სისტემა").
გასტროდუქანი “რიგი“-ის სერვისების გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს და ადასტურებთ, რომ თქვენი პირადი ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება და გამჟღავნება განხორციელდება გასტროდუქანი “რიგი“-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
პროდუქტების შეკვეთით, უფლებას გვაძლევთ თქვენს მიერ შერჩეული სასურველი პროდუქცია, მოგაწოდოთ თქვენთვის სასურველ ადგილზე.
კომპანია ასევე უზრუნველყოფს შეკვეთის შესაბამის შეფუთვას.

მიწოდების პოლიტიკა  

გასტროდუქანი “რიგი“-ის ვებგვერდიდან შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხორციელდება საკურიერო მომსახურების საშუალებით, თბილისის მასშტაბით, ყოველდღიურად, 12:00 საათიდან 22:30 საათამდე. 22:30 საათამდე შემოსული შეკვეთის მიწოდება ხდება მოწოდებულ მისამართზე, იმავე დღეს, შეკვეთის მიღებიდან საშუალოდ 0.4-1 საათის განმავლობაში (დამოკიდებულია შეკვეთის სპეციფიკაზ). 22:30 საათის შემდეგ შემოსული შეკვეთა, მომხმარებელს მიუვა მეორე დღის 12:00 საათის შემდეგ.
შეკვეთის შეუფერხებლად მისაღებად აუცილებელია, რეგისტრაციისას ზედმიწევნით სწორად და სრულად შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია.
 

კონფიდენციალურობ

მომსახურების მიმწოდებელი (ამ შემთხვევაში გასტროდუქანი “რიგი“) ვალდებულია იზრუნოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შეგროვებაზე და არ მოახდინოს ამ ინფორმაციის მიწოდება მესამე პირისთვის. 
 

დაბრუნების პოლიტიკა

თანხის დაბრუნება ხდება კონკრეტული შემთხვევის განხილვის საფძველზე. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება კომპანიის ბრალეულობა ვიზუალური მტკიცებულების შედეგად და არა ვერბალური შენიშვნის საფუძველზე. თანხა დაბრუნდება მომხმარებლის იმ საბანკო ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა.
თუ შეკვეთის ჩაბარება ვერ მოხერხდა შეკვეთაში მითითებულ მისამართზე არყოფნის ან არასწორი/არასრული მისამართის გამო, შეკვეთა ჩაითვლება ჩაბარებულად და თანხა   დაბრუნებას არ ექვემდებარება. მსგავს   შემთხვევაში  ამანათი დაბრუნდება გასტროდუქანი „რიგი“-ის ობიექტზე  და შესაძლებელი იქნება  მისი გატანა დამკვეთის მიერ  ობიექტიდან.