შთაგონება
ქალაქს ყოველთვის აქვს თავისი გასტრონომია, რომელიც არცერთ რეგიონს არ ეკუთვნის!
აზიისა და ევროპის კულტურათა გზაგასაყარზე, სიჭრელითა და მრავალფეროვნებით გამორჩეულმა თბილისმა, თვითონ შექმნა ქალაქური გასტრონომიული ტრადიცია, რომელიც არ ჰგავს არავისას.
თბილისში ხელახლა დაიბადა აჯაფსანდალი, „თბილისური ოსტრი“, ცოცხალი, „თბილისური ხაში“, ჩახოხბილი, ქალაქური ხინკალი... მაგრამ ერთი რამ მუდამ განსაკუთრებული ჰქონდა, - ყველა რეგიონის თუ სხვა ქვეყნის კერძს თავისებურ თბილისქალაქურ პეწს და გემოს მატებდა.
ეს გემოების თაიგულები, თბილისური მენტალიტეტის ეგზოტიკა, ყოველთვის თბილისურ დუქნებსა და მის სავაჭრო რიგებში აისახებოდა - ბამბის რიგი, რკინის რიგი, ბნელი რიგი..
დუქანი კი ერთი მნიშვნელოვანი კულტურაა თბილისის ისტორიაში, არამარტო თავისი შინაარსით, არამედ დამოკიდებულებით.
დღეს კი, ეს ყველაფერი, ახალი სიცოცხლის სახეს იღებს და ვორონცოვის მოედანზე, იქ, სადაც ნიკალა მტკვრის ტივებიან ნაპირებს ხატავდა, ახლა თანამედროვე გასტრონომიული დუქანი „რიგი“ გაგიღებთ კარს. თბილისური ნატიფობის შეგრძნებითვის, განტვირთვისთვის, გემრიელად კვებისა და ხალასი ურთიერთობებისთვის რიგს უნდა ესტუმროთ.