Background Lukma 1 Lukma 2

ლუკმა-პური

თბილისი მუდამ კულტურათა გზაგასაყარს წარმოადგენდა.

მრავალეროვან ქალაქში, მეზობელი კულტურებისა თუ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულების გავლენით, ქალაქური გასტრონომიული ტრადიცია შეიქმნა, რომელიც არ ჰგავს არავისას, რადგან დედაქალაქმა ის „თბილისურად“ აქცია.

ჩვენი გასტრონომიული დუქნის მენიუ ძველთბილისური და კუთხური კერძების ნაზავია, რადგან  ქართული სამზარეულოს მთავარი მახასიათებელი სწორედ რეგიონული თავისებურებებია. 

„რიგის“ სამზარეულო აერთიანებს მეტწილად თბილისურ, თუმცა, ამავდროულად, ქართულ ტრადიციულ კერძებს მარტივი და ყოველდღიურობაში მისაღები საინტერესო ფორმით. ძველითბილისური სამზარეულოსთვის ავთენტური კერძების რეცეპტები, აქ, ახლებურად, თანამედროვე ხედვითა და ტექნიკით, ყოველდღიურად ცოცხლდება.