Background Bakery

პურის რიგი

პურის რიგში, ყოველი დილის სისხამზე, სხვადასხვა სახეობის ქართული ხორბლისა (თეთრი დოლი, შავფხა, ლომთაგორა) და ჭვავის ფქვილით, მადლიანი პურეული (დედას პური და მესხური პური) თქვენ თვალწინ გამოცხვება და მთელ თბილისქალაქს თავბრუდამხვევ სურნელებად მოედება მისი მადლიანი არომატი.

სრულად ნახვა
Background Shop

საყასბოს რიგი

საყასბო რიგში ისეთ ხორცეულს გადააწყდებით, თვალს რომ დაუყენებს მოყვარულსა თუ გამოცდილ გურმანს. რაჭული ლორი/რაჭული ლორის რულეტი, კუპატი დამბალხაჭოთი და ღომი ფიცხუნიათი, შერეული კუპატი კარამელიზებული ხახვით, აფხაზურა, საქონლის აპოხტი თუ ღორის აპოხტი, - ჩამონათვალს ბოლო არ უჩანს, გემოთა სიუხვეს კი ძირი.

სრულად ნახვა
Background Butchery

საბაყლოს რიგი

სუფრას რომ მარილი მოაყარო და გაამშვენიერო, საბაყლო რიგს უნდა ესტუმრო ათასი წვრილმანისთვის. მჟავეული, კახური ზეთი, კერძებზე მისადევნებელი: ჭარხლის ტყემალი გამომცვარი ცხარე წიწაკით, მწვანე ტყემალი, მაყვლის ტყემალი, ჟოლოს ტყემალი, მოცვის ტყემალი ნუშით; მწვანე აჯიკა თხილით და შაშკვლავით, იმერული აჯიკა, შებოლილი წიწაკის აჯიკა ნიგვზით და გამომცხვარი პომიდვრით, გოგრის აჯიკა ნუშით, - ყველა ეს ხომ ქართული სუფრის შეუცვლელი წევრი და იმ ხასიათის განმსაზღვრელია, რომლითაც ასე ვამაყობთ, რადგან მსგავსსაც ვერ ნახავ მთელ დუნიაზე.

სრულად ნახვა
Background Cheese

ყველის რიგი

ყველის რიგში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან შეკრებილი, ჯერ კიდევ უცნობი ყველის სახეობები მოიყრის თავს: სულგუნი რძიანი, სულგუნი შებოლილი, ყველი იმერული, სქიბუ, კაზლა, გუდა, ტენილი, დამბალხაჭო, წაკლის ყველი, კალტი. აი, მაგალითად, რძიან სულგუნს, დუქანშივე ამოიყვანს გამოცდილი ოსტატის ხელი და ნამდვილი ყველის გემოსაც აზიარებს „რიგის“ სტუმრებს.

სრულად ნახვა
Background Wine

ღვინის რიგი

ღვინის რიგში ქართული ფერმერული/რეგიონული ღვინოები და მამაპაპური ჭაჭა, ყველა სტუმრის განუყრელ მეგობრად იქცევა და ლხინის სუფრას დღესასწაულად გადააქცევს.

სრულად ნახვა